Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ძველი საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

პროექტის მთავარი იდეა: მიიღონ მოსწავლეებმა ინფორმაციათუ როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

პროექტის აქტუალობა: შეძლონ ინფორმაციის მოძიება, რომელიც არსებული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება

პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ საახალწლო ტრადიციების შესახებ

შეფასების საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, პრეზენტაცია   
                                   
მოსწავლეთა ასაკი:7-8 წელი

ვადების ხანგრძლივობა: 5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ საახალწლო ტრადიციების შესახებ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეზე

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ზეპირი გადმოცემები

პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:

აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა

აქტივობა 2. კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ შესაბამის დავალებას
         
აქტივობა 3. გადავანაწილეთ ჯგუფებში მოვალეობები ( ვინ არიან პასუხისმგებლები დავალების შესრულებაზე, ვინ არიან შემსრულებლები)

აქტივობების განხორციელება: მოსწავლეები ინფორმაციას იძიებენ ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში.

პროდუქტის პრეზენტაცია: მოსწავლეები მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას

საგნის ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:

ქართული

ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიაში,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).                        

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
·        ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·        ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·        ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მოისწრაფეშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanamoiscrafeshvili@gmail.com

ბლოგი: Nanamoiscrafeshvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment