Monday, October 14, 2019

სოციალური პროექტი

 15 ოქტომბერს მოსწავლეებსა და მშობლებს გავაცანი პროექტის გეგმა და მიზანი. დავიწყეთ მუშაობა პროექტზე ,,ჩემი ოჯახური ტრადიცია".  ასევე გავაცანი გეგმა საინფორმაციო მენეჯერს და შევთანხმდით სამუშაო განრიგზე. შემდეგ ბავშვებს დავურიგე კითხვარები, რომელთა პასუხებზე ოჯახის წევრებთან ერთად იმუშავებენ.



ჩემი ოჯახური ტრადიცია
ჩატარებული აქტივობა

Thursday, September 12, 2019

ბუნებისმეტყველების წრე

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლიდან  ფუნქციონირებას იწყებს მესამე კლასელთათვის ბუნებისმეტყველების  წრე.მეცადინეობები გაიმართება ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს გაკვეთილების შემდეგ.წრის ხანგრძლივობა 45 წუთი.
ხელმძღვანელი: ნანა მოისწრაფეშვილი


მე და საზოგადოების წრე

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლიდან  ფუნქციონირებას იწყებს მესამე კლასელთათვის მე და საზოგადოების წრე.მეცადინეობები გაიმართება ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს გაკვეთილების შემდეგ.წრის ხანგრძლივობა 45წუთი.
ხელმძღვანელი: ნანა მოისწრაფეშვილი

 ,,მე და საზოგადოება’’ წრის მუშაობის პროგრამა, განრიგი და გეგმა

I მეცადინეობა        

II მეცადინეობა

III მეცადინეობა 

                                       

Saturday, October 20, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ძველი საახალწლო ტრადიციები საქართველოს კუთხეებში

პროექტის მთავარი იდეა: მიიღონ მოსწავლეებმა ინფორმაციათუ როგორ ხვდებოდნენ ძველად ახალ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში

პროექტის აქტუალობა: შეძლონ ინფორმაციის მოძიება, რომელიც არსებული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება

პროექტის მიზნები: რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ საახალწლო ტრადიციების შესახებ

შეფასების საგანი და პროცედურები: ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, პრეზენტაცია   
                                   
მოსწავლეთა ასაკი:7-8 წელი

ვადების ხანგრძლივობა: 5 დღე

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვონ საახალწლო ტრადიციების შესახებ საქართველოს ამა თუ იმ კუთხეზე

პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, ბიბლიოთეკა, ზეპირი გადმოცემები

პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები/:

აქტივობა 1. მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა

აქტივობა 2. კლასს ვყოფ რამდენიმე ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვაძლევ შესაბამის დავალებას
         
აქტივობა 3. გადავანაწილეთ ჯგუფებში მოვალეობები ( ვინ არიან პასუხისმგებლები დავალების შესრულებაზე, ვინ არიან შემსრულებლები)

აქტივობების განხორციელება: მოსწავლეები ინფორმაციას იძიებენ ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში.

პროდუქტის პრეზენტაცია: მოსწავლეები მოახდენენ მოძიებული ინფორმაციის პრეზენტაციას

საგნის ეროვნულ სასწავლო  გეგმასთან კავშირი:

ქართული

ქართ. III. 5. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ  ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტის საბავშვო ენციკლოპედიაში,  მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).                        

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია (მაგ., რას ჭამს ზღარბი? . . . - რუბრიკაში „საკვები“);
·        ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
·        ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·        ტექსტში მოცემულ ინფორმაციას აკავშირებს პირად გამოცდილებასთან და გამოაქვს დასკვნები.

პროექტის ხელმძღვანელი: ნანა მოისწრაფეშვილი.

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: nanamoiscrafeshvili@gmail.com

ბლოგი: Nanamoiscrafeshvili.blogspot.com